April 17, 2011 @ 4:18 am - posted by UT

საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო “უნივერსალი” გთავაზობთ უნიკალურ შანსს, რათა თქვენმა შვილმა მიიღოს საშუალო სკოლის განათლება საზღვარგარეთ-დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შესაძლებელია როგორც, საშუალო სკოლის მთლიანი პროგრამის, აგრეთვე ბოლო ორი წლის გავლა და შესაბამისად საერთაშორისო ატესტატის (GSCE, IGSCE, IB, A-levels, Scottish Highers, Abitur და ა.შ.) მიღება. როგორც წესი ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო სკოლები უზრუნველყოფენ აგრეთვე საცხოვრებელს, კვებას, სპორტულ დატვირთვებს, ექსკურსიებს, აეროპორტის ტრანსფერებს და პირველად სამედიცინო დახმარებას. მათ მოვალეობაში შედის 24 საათიანი მეთვალყურეობა სტუდენტებზე და ორივე მშობლის სურვილის შემთხვევაში გადაეცემათ არასრულწლოვანზე მეურვეობა. სასწავლებლი დაეხმარება სტუდენტს ჩაირიცხოს შესაბამისი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლში (სკოლასთან ასოცირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის გარანტიით)

ქვეყნების მიხედით იხილეთ საშუალო განათლების რამოდენიმე საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც ქონა წინაპირობაა ევროპის და შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში ჩარიცხვის გარანტიის:

დიდ ბრიტანეთში საშუალო სკოლის ატესტატის GSCE–ის და შესაბამისად კოლეჯში A-level-ის (Scotish Highers) აგრეთვე International Baccalaureate (IB) გავლის შემდეგ სკოლა იძლევა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის გარანტიას. დიდ ბრიტანეთში შესაძლებელია A-level-ის გავლა სახელმწიფო სკოლებში, რომელებსაც აქვთ შესაბამისი ლიცენზია.

ესპანეთში არის საშუალება, როგორც ესპანური საშუალო სკოლის, აგრეთვე ბრიტანულ-ესპანური სკოლის ბოლო წლების გავლა და A-level  (გადადით ლინკზე და ნახეთ გვერდის ბოლოში) და International Baccalaureate (IB) მიღების შემდეგ სწავლის გაგრძელება, როგორც ბრიტანეთის ასევე ესპანეთის და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში.

გერმანიაში შესაძლებელია სპეციალური გაცვლითი პროგრამის გავლა გერმანიის სახელმწიფო სკოლაში 3 თვით. აგრეთვე, International Baccalaureate (IB) და ABITUR.

საფრანგეთში შესაძლებელია როგორც International Baccalaureate (IB) ასევე French Baccalaureate –ის გავლა.

სააგენტო დაგეხმარებათ სკოლის არჩევაში, გამომდინარე თქვენი მისწრაფებებიდან და ბიუჯეტიდან. აგრეთვე, გაგატარებთ რეგისტრაციას ამორჩეულ სასწავლებელში, იზრუნებს საცხოვრებელზე, კვებაზე, ჯანმრთელობის დაზღვევაზე, დაგეხმარებათ სავიზო პროცედურების გავლაში, დაგიჯავშნით ბილეთებს და მთელი სწავლების განმავლობაში დაიცავს მოწაფის უფლებებს.

სააგენტო, როგორც სასწავლებლების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მოგემსახურებათ უსასყიდლოდ. (ყოველივე ზემოთჩამოთვლილი შედის იმ საფასურში, რაც ეღირება კურსი შესაბამის სკოლაში)

შეგიძლიათ ინფორმაცია იხილოთ შემდეგ საერთაშორისო განათლების სერტიფიკატებზე:

 

**** სამწუხაროდ, ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა ჩვენი პარტნიორი სასწავლებლის შესახებ დეტალური ინფორმაციის განთავსება ჩვენს ინტერნეტ გვერდზე. სააგენტოში მოგაწიდებთ ყველა ინფორმაციას და სკოლის არჩევის შემთხვევაში გადმოგცემთ შესაბამისი სასწავლებლის ბროშურას და ინტერნეტ გვერდის მისამართს.

SEO Powered by Platinum SEO from Techblissonline