April 17, 2011 @ 4:42 am - posted by UT

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სააგენტოს კონსულტაცია უფასოა და ინფორმაციას სასწავლებლებზე და პროგრამებზე ნახავთ შესაბამისი ქვეყნის და შემდეგ სასწავლებლის  ვებ გვერდზე.

აირჩიეთ ქვეყანა და შემდეგ გვერდზე გამოჩნდება სააგენტოს პარტნიორი უნივერსიტეტები 

 

A U S T R I A  ავსტრიაში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი

 

C Y P R U S  კვიპროსში საბაკალავრო სწავლება 4 წელია და სამაგისტრო 2 წელი. სწავლების ძალიან დაბალი ფასია. შესაძლებელია 50000 $ -ად სწავლება, ცხოვრება და კვება 1 წელი. ჩრდილოეთ კვიპროსში გაცემულ ხარისხს საქართველოს სახელმწიფო არ სცნობს !!!

 

E S T O N I A ესტონეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი. სწავლების დაბალი ფასები და კარგი ხარისხი. კარგია კომპიუტერული ტექნოლოგიების პროგრამების შესასწავლად. სწავლის დამთავრების შემდეგ გეძლევათ ნახევარი წლით მუშაობის უფლება.

 

F R A N C E საფრანგეთის განათლების სისტემაში საბაკალავრო პროგრამების სასწავლო პერიოდია 3 წელი, ხოლო მაგისტრატურა 2 წელი. მაგრამ ჩვენი 4 წლიანი ბაკალავრის შემდეგ, შესაძლებელია მაგისტრატურის 1 წელში გავლა. სააგენტო მუშაობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე სწავლებად პროგრამებზე საფრანგეთში. აგრეთვე, ზოგიერთ ბიზნეს სკოლაში შესაძლებელია კრედიტების გადატანა მთლიანად. სამაგისტრო პროგრამის გავლის შემდეგ გეძლევათ 12 თვე მუშაობის უფლება.

 

G E R M A N Y გერმანიაში სააგენტო მუშაობს მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებთან. საბაკალავრო სწავლება 3 წელია, ხოლო მაგისტრატურა 2 წელი. ხარისხის აღების (სწავლის დამთავრების) შემდეგ გერმანიის სახელმწიფო კანონების თანახმად გეძლევათ 18 თვე სამუშაოს მოსაძებნად გერმანიაში. მუშაობის დაწყებიდან ორ წელში შეგიძლიათ აიღოთ “ცისფერი ბარათი”, რომელიც საშუალებას გაძლებთ იმუშაოთ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.. გთავაზობთ სწავლებას ინგლისურ ენაზე.

 

G R E A T   B R I T A IN   დიდ ბრიტანეთში ძირითადად საბაკალავრო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს 3 აკადემიური წელი, ხოლო სამაგისტრო პროგრამა 1 კალენდარული წელი,12-15 თვე (გამონაკლისია შოტლანდიის ზოგიერთი უძველესი უნივერსიტეტის ხარისხის სწავლების დრო და დასახელება). ზოგიერთ საბაკალავრო პროგრამების კრედიტების გადატანა შეიძლება მთლიანად. სწავლის დამთავრების შემდეგ გეძლევათ მუშაობის უფლება 2 წლით.

 

H U N G A R Y უნგრეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 1-2 წელი.

 

I T A L Y იტალიაში საბაკალავრო სწავლება მოიცავს 3 წელს, ხოლო მაგისტრატურა 2 წელი. იტალია ცნობილია დიზაინის სკოლებით. გთავაზობთ პროგრამებს ინგლისურ ენაზე სწავლებით.

 

L A T V I A ლატვიაში პოლონეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი. სწავლების დაბალი ფასები და კარგი ხარისხი.

 

L I T H U A N I A ლიტვაში პოლონეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი. სწავლების დაბალი ფასები და კარგი ხარისხი.

 

M A L T A მალტაში  საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი.

 

N E T H E R L A N D S ნიდერლანდებში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 1-2 წელი. სწავლის დამთავრების შემდეგ გეძლევათ 12 თვე მუშაობის უფლება.

 

P O L A N D პოლონეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი. სწავლების დაბალი ფასები და კარგი ხარისხი.

 

S P A I N  ესპანეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია კერძო უნივერსიტეტებში, ხოლო 4 წელი უნივერსიტეტებში სახელმწიფო აკრედიტაციით. სამაგისტრო პროგრამა არის 1 ან 2 წელი. ესპანეთში სახელმწიფო აკრედიტაცია არ აქვთ ბიზნეს სკოლებს და კერძო უნივერსიტეტებს- შესაბამისად, გადაამოწმეთ აკრედიტაციის საკითხი.

 

S W E D E N შვედეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი.

 

S W I T Z E R L A N D   შვეიცარიაში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი. შვეიცარია ცნობილია სასტუმრო მენეჯმენტის სკოლებით, სადაც სწავლების ყოველ წელს 6 თვის სწავლების შემდეგ, 6 თვე ანაზღაურებადი პრაქტიკა გარანტირებულია.

 

U N I T E D   S T A T E S  ა.შ.შ.-ში საბაკალავრო პროგრამებზე ძირითადად სწავლება მიმდინარეობს 4 წელი. სამაგისტრო პროგრამების სწავლება  გრძელდება 2 წელი. პროგრამებზე ჩარიცხვის მთავარი კრიტერიუმია ნიშნები სკოლის/უნივერსიტეტის -GPA. საბაკალავრო პროგრამებზე სააგენტო ჩაგრიცხავთ SAT -ის გარეშე. სწავლების დამთავრების შემდეგ გეძლევათ 1 წელი მუშაობის უფლება OPT; საინჟინრო პროგრამები გაძლევთ 3 წლით მუშაობის უფლებას – STEAM.

 

 

 

 

 #უმაღლესიგანათლებაუცხოეთშისაზღვარგარეთ

SEO Powered by Platinum SEO from Techblissonline