April 17, 2011 @ 4:16 am - posted by UT

საზაფხულის სკოლები

შეისწავლეთ უცხო ენა და დაისვენეთ საზღვარგარეთ

 

თუ გინდათ ზაფხულის ან წლის სხვა არდადეგების პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოთ, მეტი აზრი შემატოთ და, პარალელურად, საინტერესოდ გაატაროთ დრო და დაისვენოთ, გირჩევთ, შეისწავლოთ უცხო ენა საზღვარგარეთ. ენის კურსები ამ პერიოდში გთავაზობთ ექსკურსიებითა და სპეციალური გასართობი პროგრამებით გაჯერებულ საზაფხულო სკოლებს საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ყველა მათგანი გაძლევთ საცხოვრებლისა და კვების პირობების არჩევანს. სწავლა საზაფხულო სკოლაში არის უნიკალური შანსი – შეიძინოთ მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მას, ვისაც სურს სწავლა და დასვენება ზღვის ნაპირზე, ვურჩევთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნებს : მალტას, იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, საბერძნეთს, კვიპროსსა და მონაკოს. სტატისტიკის მიხედვით , საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ენის კურსებზე ჩამსვლელების უმრავლესობა გართობის კარგი შესაძლებლობის გამოც ირჩევს. ისწავლეთ, დაისვენეთ, გაერთეთ და ეზიარეთ ამ უძველესი ქვეყნების კულტურას.

მთის კურორტების მოყვარულებს ვთავაზობთ შვეიცარიის ალპების შესანიშნავ კურორტ მონტროს, რომელიც ჟენევის უმშვენიერესი ტბის ნაპირზეა განთავსებული.

ზაფხულის სკოლები არის როგორც ბავშვებისათვის, მოზარდებისათვის, ასევე ოჯახებისთვისა და ჯგუფებისთვის.
პაკეტში შედის: ენის გაკვეთილები, საცხოვრებელი რეზიდენციაში ან ოჯახებში, სამჯერადი კვება, ექსკურსიები და გართობები, არასრულწლოვნების 24 საათიანი პატრონაჟი. სააგენტო დაგეხმარებათ სავიზო პროცედურების გავლაში, ავია-ბილეთებისა და მგზავრობის დაზღვევის შეძენაში.

საზაფხულო ბანაკად მოვიხსენებთ ზაფხულის სკოლას, რომელიც ითვალისწინებს ცხოვრებას სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში – რეზიდენციაში.

საზაფხულო კურსად მოვიხსენებთ ზაფხულის სკოლას, რომელიც ითვალისწინებს ცხოვრებას ადგილობრივ ოჯახებში.
შესაბამისი ენის საზაფხულო სკოლებს გთავაზობთ შემდეგ ქვეყნებში :

ინგლისურიდიდი ბრიტანეთი, მალტის კუნძულები, ესპანეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, 
გერმანულიგერმანია, ავსტრია, შვეიცარია
ფრანგულისაფრანგეთი, შვეიცარია.
იტალიურიიტალია
ესპანურიესპანეთი

დაინტერესების შემთხვევაში სასურველია დაგვიკავშირდეთ რაც შეიძლება ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ სავიზო პროცედურებიდან გამომდინარე დაგვიანებები.
სააგენტო “უნივერსალი” იზრუნებს შესაბამისი კურსის შერჩევაში თქვენი ინტერესებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით. აგრეთვე, დაგეხმარებათ სავიზო პროცედურების გავლაში, დაგიჯავშნით ბილეთებს, ტრანსფერებს აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე და უკან, შეგირჩევთ შესაბამის დაზღვევას და დაიცავს თქვენ უფლებებს კურსის მთელი პერიოდის განმავლობაში.

SEO Powered by Platinum SEO from Techblissonline