ენის კურსები

კურსი შესაძლებელია დაიჯავშნოს არანაკლებ 2 კვირით და სწავლების ინტენსიურობა უნდა იყოს არა ნაკლებ 15 საათისა კვირაში. კურსის დაჯავშნასთან ერთად შეგირჩევთ საცხოვრებელს თქვენი მოთხოვნის შესაბამისად: ადგილობრივ ოჯახში, სტუდენტურ საერთოსაცხოვრებელში, სტუდენტურ აპარტამენტებში, ჰოსტელში ან სასტუმროში. ოჯახში ცხოვრების მსურველებმა შეიძლება დაჯავშნონ საცხოვრებელი როგორც კვების გარეშე ასევე კვებით (საუზმე, ორჯერადი ან სრული პანსიონი). რეზიდენციაში მაცხოვრებლები უმეტეს შემთხვევაში თვითონ იმზადებენ საკვებს საერთოსაცხოვრებლის სამზარეულოში, რომელიც სრულიად არის მოწყობილი. მოთხოვნის შესაბამისად დაიჯავშნება ტრანსფერები- აეროპორტში დახვედა და გაცილება.

გთავაზობთ ინგლისურის, ფრანგულის, გერმანულის, ესპანურის და იტალიური ენების შესწავლას როგორც ენის მშობლიურ ქვეყანაში, აგრეთვე დისტანციურად. როგორც მოგეხსენებათ უცხო ენის შესწავლა ქვეყანაში სადაც შესასწავლი ენა მშობლიურია უფრო ეფექტურია, ვიდრე კერძო მასწავლებელთან, ან სპეციალურ ენის კურსებზე, სადაც მხოლოდ რამოდენიმე საათით გიწევთ უცხო ენაზე საუბარი და მისი გათავისება.

საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენო „უნივერსალი“ მოგემსახურებათ სასწავლებლის შერჩევაში, გაგატარებთ ტესტირებას და დაგიდგენთ ენის ცოდნის დონეს, დაგეხმარებათ შესაბამასი კურსის შერჩევაში თქვენი მიზნების და ბიუჯეტის გათვალისწინებით, შეგარჩევინებთ საცხოვრებელს, დაგეხმარებით სავიზო პროცედურების გავლაში და მთელი სწავლის განმავლობაში დავრჩებით თქვენი ინტერესების დამცველი.

ენის შემსწავლელი კურსები არის როგორც მოკლე ვადიანი (ორი კვირა და მეტი) ასევე, აკადემიური- 6 თვე და მეტი. როგორც წესი, შესაძლებელია კურსის დაჯავშნა ინტერესების და სპეციალობების მიხედვით, მაგალითად: ბიზნესისთვის, ავიაციისთვის, ხელოვნებისთვის, სამართლისთვის და ა.შ.

16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დასაშვებია მხოლოდ საზაფხულო ან არდადეგების პერიოდის სპეციალური კურსები, ინდივიდუალურად ან სკოლის ჯგუფთან ერთად.

ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ სასწავლებლის მიერ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ისწავლეთ საზღვარგარეთ და შეიძინეთ უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება.

იხილეთ, თუ რომელ ქვეყნებშია შესაძლებელი ამა თუ იმ უცხო ენის შესწავლა და კერძოდ რა კურსების:

ინგლისური ენის შესწავლა

ინგლისური ენის შესწავლა სააგენტოს დახმარებით შესაძლებელია დიდი ბრიტანეთში, ირლანდიაში, მალტის კუნძულებზე, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, კვიპროსზე და უნგრეთში.

ინგლისური ენის კურსები: ძირითადი და ინტენსიური, საზაფხულო კურსები თინეიჯერებისათვის , კურსები ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის, ინგლისური სხვადასხვა პროფესიისთვის და ინდივიდუალური კურსები. აგრეთვე, მოსამზადებელი კურსები შემდეგი ტესტირებისათვი: TOEF, IELTS, Cambridge ESOL, TKT, CELS, BEC, BULATS, EFB, SEFIC, WEFT, EFTI, EFC და ა.შ.

ფრანგული ენის შესწავლა

ფრანგულის სწავლა შესაძლებელია როგორც საფრანგეთში, მონაკოში და ბელგიაში, ასევე შვეიცარიაში.

ფრანგული ენის კურსები: ძირითადი და ინტენსიური ფრანგული ენის კურსები, საზაფხულო კურსები თინეიჯერებისათვის ,კურსები ფრანგული ენის მასწავლებლებისათვის, ფრანგული სხვადასხვა პროფესიისთვის და ინდივიდუალური კურსები. აგრეთვე, მოსამზადებელი კურსები შემდეგი ტესტირებისათვის: DELF, DALF, DFA, TCF, TEF და CFTH

გერმანული ენის შესწავლა

გერმანულის სწავლა შესაძლებელია როგორც გერმანიაში და ავსტრიაში, ასევე შვეიცარიაში.

გერმანული ენის კურსები: ძირითადი, ინტენსიური და კურსები გერმანული ენის მასწავლებლებისათვის, საზაფხულო კურსები თინეიჯერებისათვის ,გერმანული სხვადასხვა პროფესიისათვის და ინდივიდუალური კურსები. აგრეთვე, მოსამზადებელი კურსები შემდეგი ტესტირებისათვის: TestDaf, DSH, TELC, TestAS, onDAF

იტალიური ენის შესწავლა

იტალიური ენის შესწავლა სააგენტოს საშუალებით შესაძლებელია იტალიაში და მალტის კუნძულებზე.

იტალიური ენის კურსები: ძირითადი, ინტენსიური და ბიზნეს იტალიური ენის კურსები, საზაფხულო კურსები თინეიჯერებისათვის , კურსები იტალიური ენის მასწავლებლებისათვის და ინდივიდუალური კურსები. აგრეთვე მოსამზადებელი კურსები შემდეგი ტესტირებისათვის: CILS, CELI.

ესპანური ენის შესწავლა

ესპანურის სწავლა შესაძლებელია მხოლოდ ესპანეთში (ლათინური ამერიკის ქვეყნების სასწავლებლებთან სააგენტო თანამშრომლობს მხოლოდ სავიზო მომსახურების გარეშე).

ესპანური ენის კურსები: ძირითადი, ინტენსიური და ბიზნეს ესპანური ენის კურსები, საზაფხულო კურსები თინეიჯერებისათვის , კურსები ესპანური ენის მასწავლებლებისათვის და ინდივიდუალური კურსები. აგრეთვე მოსამზადებელი კურსები შემდეგი ტესტირებისათვის: DELE, SELECTIVIDAD.



* სამწუხაროდ, ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა ჩვენი პარტნიორი სასწავლებლის შესახებ დეტალური ინფორმაციის განთავსება ჩვენს ინტერნეტ გვერდზე. სააგენტოში მოგაწოდებთ ყველა ინფორმაციას და კურსის არჩევის შემთხვევაში გადმოგცემთ შესაბამისი სასწავლებლის ბროშურას და ინტერნეტ გვერდის მისამართს