სკოლის განათლება

საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო “უნივერსალი” გთავაზობთ უნიკალურ შანსს, რათა თქვენმა შვილმა მიიღოს საშუალო სკოლის განათლება საზღვარგარეთ-დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შესაძლებელია როგორც, საშუალო სკოლის მთლიანი პროგრამის, აგრეთვე ბოლო ორი წლის გავლა და შესაბამისად საერთაშორისო ატესტატის (GSCE, IGSCE, IB, A-levels, Scottish Highers, German Abitur, USA High School Diploma და ა.შ.) მიღება. როგორც წესი ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო სკოლები უზრუნველყოფენ აგრეთვე საცხოვრებელს, კვებას, სპორტულ დატვირთვებს, ექსკურსიებს, აეროპორტის ტრანსფერებს და პირველად სამედიცინო დახმარებას. მათ მოვალეობაში შედის 24 საათიანი მეთვალყურეობა სტუდენტებზე და ორივე მშობლის სურვილის შემთხვევაში გადაეცემათ არასრულწლოვანზე მეურვეობა. სასწავლებლი დაეხმარება სტუდენტს ჩაირიცხოს შესაბამისი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლში (სკოლასთან ასოცირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის გარანტიით)

ამერიკის შეერთებული შტატები

აღმოსავლეთ ჰემპტონი. ნიუ-იორკი

Ross School განთავსებულია შეძლებული ნიუ-იორკერების ყველაზე პრესტიჟულ და საყვარელ საზაფხულო კურორტზე, ლონგაილენდზე, ჰემპტონში. სკოლა გამოირჩევა განსაკუთრებული ატმოსფეროთი და მიღწევებით. სტუდენტებს ამზადებს საუნივერსიტეტოდ მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტებში. სწავლა შეიძლება როგორც დასაწყისი კლასებიდან, ასევე სკოლის ბოლო წელი. გარდა, ამისა შეიძლება სკოლის შემდგე წელიც. სწავლების ინტეგრირებული და უნიკალური ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მეთოდი აქვთ. საცხოვრებლები აქვთ ჰემპტონის სტილის აგარაკებში.