უმაღლესი განათლება

თუ მომავალი სტუდენტი აკმაყოფილებს ჩარიცხვის პირობებს, მხოლოდ საჭირო დოკუმენტაცია მოიტანოს სააგენტოში და პირდაპირი ჩარიცხვა გარანტირებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოგთავაზებთ შესაბამის მოსამზადებელ პროგრამას.

შშ-ში საბაკალავრო პროგრამებზე ძირითადად სწავლება მიმდინარეობს 4 წელი. სამაგისტრო პროგრამების სწავლება გრძელდება 2 წელი. პროგრამებზე ჩარიცხვის მთავარი კრიტერიუმია ნიშნები სკოლის/უნივერსიტეტის -GPA. საბაკალავრო პროგრამებზე სააგენტო ჩაგრიცხავთ SAT -ის გარეშე. სწავლების დამთავრების შემდეგ გეძლევათ 1 წელი მუშაობის უფლება OPT; ზოგიერთო პროგრამგაძლევთ 3 წლით მუშაობის უფლებას – STEAM.

დიდ ბრიტანეთში ძირითადად საბაკალავრო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს 3 აკადემიური წელი, ხოლო სამაგისტრო პროგრამა 1 კალენდარული წელი,12-15 თვე (გამონაკლისია შოტლანდიის ზოგიერთი უძველესი უნივერსიტეტი). ზოგიერთ საბაკალავრო პროგრამების კრედიტების გადატანა შეიძლება მთლიანად.

სწავლის დამთავრების შემდეგ გეძლევათ მუშაობის უფლება 2 წლით.

უმეტესად საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად საჭიროა მოსამზადებელი პროგრამის გავლა. თუმცა, ზოგიერთ უნივერსიტეტისთვის შესაძლებელია მოსამზადებლის და ბაკალავრის პირველი წლის ერთად გავლა.

ერმანიაში სააგენტო მუშაობს მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებთან. საბაკალავრო სწავლება 3 წელია, ხოლო მაგისტრატურა 2 წელი. ხარისხის აღების (სწავლის დამთავრების) შემდეგ გერმანიის სახელმწიფო კანონების თანახმად გეძლევათ 18 თვე სამუშაოს მოსაძებნად გერმანიაში. მუშაობის დაწყებიდან ორ წელში შეგიძლიათ აიღოთ “ცისფერი ბარათი”, რომელიც საშუალებას გაძლებთ იმუშაოთ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.. გთავაზობთ სწავლებას ინგლისურ ენაზე.

ესპანეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია კერძო უნივერსიტეტებში, ხოლო 4 წელი უნივერსიტეტებში სახელმწიფო აკრედიტაციით. სამაგისტრო პროგრამა არის 1 ან 2 წელი. ესპანეთში სახელმწიფო აკრედიტაცია არ აქვთ ბიზნეს სკოლებს და კერძო უნივერსიტეტებს (როგორც წესი კერძო უნივერსიტეტები გასცემენ სხვა აკრედიტირებული უნივერსიტეტის ხარისხს)- შესაბამისად, გადაამოწმეთ აკრედიტაციის საკითხი.

მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ გეძლევათ 12 თვე სამუშაოს მოსაძებნად

საფრანგეთის განათლების სისტემაში საბაკალავრო პროგრამების სასწავლო პერიოდია 3-4 წელი, ხოლო მაგისტრატურა1- 2 წელი. მაგრამ ჩვენი 4 წლიანი ბაკალავრის შემდეგ, შესაძლებელია მაგისტრატურის 1 წელში გავლა. სააგენტო მუშაობს როგორც ინგლისურ, ასევე ფრანგულ ენაზე სწავლებად პროგრამებზე საფრანგეთში.

აგრეთვე, ზოგიერთ ბიზნეს სკოლაში შესაძლებელია კრედიტების გადატანა მთლიანად.

სამაგისტრო პროგრამის გავლის შემდეგ გეძლევათ 2 წელი მუშაობის უფლება.

ნიდერლანდების უმეტესი უნივერსიტეტი რეიტნგით მსოფლიო 200 საუკეთესო უნივერსიტეტშია.

ნიდერლანდებში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 1-2 წელი.

სწავლის დამთავრების შემდეგ გეძლევათ 12 თვე მუშაობის უფლება.

იტალიაში საბაკალავრო სწავლება მოიცავს 3 წელს, ხოლო მაგისტრატურა 2 წელი. იტალია ცნობილია დიზაინის სკოლებით. გთავაზობთ პროგრამებს ინგლისურ ენაზე სწავლებით.

შვეიცარიაში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი. შვეიცარია ცნობილია სასტუმრო მენეჯმენტის სკოლებით, სადაც სწავლების ყოველ წელს 6 თვის სწავლების შემდეგ, 6 თვე ანაზღაურებადი პრაქტიკა გარანტირებულია.

შვედეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი.

შესაძლებელია უნივერსიტეტის და სახელმწიფო უნივერსიტეტის საგრძნობი სტიპენდიები, თუმცა განაცხადი სწავლის დაწყებამდე თითქმის ერთი წლით ადრე უნდა გაკეთდეს

პოლონეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი. აღსანიშნავია სწავლების დაბალი ფასები და კარგი ხარისხი.

უნგრეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 1-2 წელი. შესაძლებელია უნგრეთის სახელმწიფო სტიპენდიის აღება.

მალტაში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი.

უმეტეს შემთხვევაში გაიცემა ბრიტანული ხარისხი

საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი

საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი

კვიპროსში საბაკალავრო სწავლება 4 წელია და სამაგისტრო 2 წელი. სწავლების ძალიან დაბალი ფასია. შესაძლებელია 50000 $ -ად სწავლება, ცხოვრება და კვება 1 წელი. ჩრდილოეთ კვიპროსში გაცემულ ხარისხს საქართველოს სახელმწიფო არ სცნობს !!!

ავსტრიაში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი

ესტონეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი. სწავლების დაბალი ფასები და კარგი ხარისხი. კარგია კომპიუტერული ტექნოლოგიების პროგრამების შესასწავლად. სწავლის დამთავრების შემდეგ გეძლევათ ნახევარი წლით მუშაობის უფლება.

ლატვიაში პოლონეთში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი. სწავლების დაბალი ფასები და კარგი ხარისხი.

ლიტვაში საბაკალავრო სწავლება 3 წელია და სამაგისტრო 2 წელი. სწავლების დაბალი ფასები და კარგი ხარისხი.