ესპანეთი

ესპანეთში სასწავლებლების უმეტესობა არის არაოფიციალური, ანუ არ აქვთ სახელმწიფო აკრედიტაცია. შესაბამისად საერთაშორისო სტუდენტებისთვის საბაკალავრო ხარისხი გაიცემა ესპანეთის აკრედიტირებული უნივერსიტეტების ან დიდი ბრიტანეთის რომელიმე უნივერსიტეტის. ამ უკანასკნელის შემთხვევაში სწავლება 3-წლიანია.შესაძლებელია სამაგისტრო პროგრამის გავლის შემდეგ 12 თვე დარჩეთ ესპანეთში ლეგალურად სამუშაოს მოსაძებნად ან სწავლის გასაგრძელებლად. საერთო ჯამში ესპნათში 3 წელი სწავლის ან მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელია რეზიდენტობაზე განაცხადის გაკეთება

CEU-Universidad San Pablo – “სან პაბლოს უნივერსიტეტი” ყველაზე დიდი და პრესტიჟული კერძო უნივერსიტეტია ესპანეთში და არის ოფიციალური/სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული. შესაბამისად, მისი ყველა პროგრამა აღიარებულია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. სტუდენტების დასაქმება-95%. უნივერსიტეტს კამპუსები აქვს: მადრიდში, ბარსელონაში და ვალენსიაში. თანამშრომლობს მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებთან ამერიკაში როგორიცაა Boston University, the University of Chicago, Fordham University- NY, MIT. უნივერსიტეტში პროგრამები იწყება მხოლოდ სექტემბერში. რეგისტრაცია იწყება ნოემბრიდან. ჩარიცხვისთვის (თუ არ არის ორმაგი ხარისხი) არ არის აუცილებელი ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL; IELTS), მაგრამ აუცილებელია დეკანატის წარმომადგენელთან გასაუბრება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ნაცვლად 4 წლისა გრძელდება 5 წელი. მაგრამ, ხარისხის აღების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის ამერიკაში. ეს პროგრამა აკრედიტირებულია NAAB- National Architectural Accreditation Board-ის მიერ. ინგლისურ ენაზე ისწავლება მხოლოდ რამოდენიმე საბაკალავრო პროგრამა მათ შორისაა: Architecture (MAD. VLC); Physiotherapy (MAD); Business Administration and Management(MAD); LAW-The European Union and International Relations(MAD); Advertising and Public Relations(MAD); Journalism(MAD); Audiovisual Communication(MAD); Digital Communication(MAD); Business Administration and Management + Marketing and Sales Management(MAD); Advertising and Public Relations + Marketing and Sales Management(MAD). სამაგისტრო პროგრამა ინგლისურად- MERCURI European Master in Customer Relationship Marketing დანარჩები პროგრამები ან ორენოვანია ან მარტო ესპანურ ენაზე.

ESE- The European School of Economics არის გლობალური ბიზნეს სკოლა კამპუსებით ლონდონის, რომის, ფლორენციის, მილანის, მადრიდის,ბარსელონის და ნიუ-იორკის ცენტრში. ისწავლება საბაკალავრო, სამაგისტრო და სპეციალობის მოკლევადიანი კურსები. პროგრამები არის ბრიტანული აკრედიტაციით

აქვს შემოდგომის და ზამთრის ინტეიკები

EU Business School (EURUNI) დაარსდა 1973, აქვს სამმაგი აკრედიტაცია, კამპუსებით მიუნხენში, ბარსელონაში და შვეიცარიაში.პროგრამებია: Business Administration; Communication & Public Relations; Leisure & Tourism Management; Business Finance; Sports Management; International Relations; Entrepreneurship; E-Business და სხვა.

MBA in Entrepreneurship and its MBA in International Marketing are ranked in the top 100 worldwide by QS in their 2021 Career Specialization Rankings. EU has been placed alongside prestigious schools including Stanford Graduate School of Business, Harvard Business School and MIT.MBA program was ranked 42nd in Europe and in the top 140 worldwide by QS, and in the top 30 worldwide by América Economía. CEO Magazine ranked EU’s online MBA number 1 worldwide, while QS reaffirmed the program’s position as 11th worldwide, a ranking it has held for six consecutive years.

გასცემს ორ ხარისხს- თავისი და წამყვანი ესნური სახელმწიფო აკრედიტრებული უნივერსოტეტის ან ბრიტანეთის.

აქვს შემოდგომის და ზამთრის ინტეიკები

ESDi School of Design არის Ramon Llull University (რეიტინგით მე-3 უნივერსიტეტი ესპანეთში)-ის ერთ-ერთი სკოლა. განთავსებულია 'საბადელში", ბარსელონა. მას აქვს სახელმწიფო აკრედიტაცია. შემდეგი პროგრამები: fashion, graphic, product, interior, audiovisual and design management ისწავლება ინგლისურად მხოლოდ პირველი 2 წელი , მესამე და მეოთხე წელს უმეტესი პროგრამა ისწავლება ესპანურად.

BA in Smart Design მთლიანად ინგლისურ ენაზეა.

საზაფხულო სკოლის ფასია დაახლოებით- 750,0€

აქვს 2 მაგისტრატურა ინგლისურად:

MA in UI/UXდაახლოებით 7000,0€

MA in Fashion Industry and Design Management with MANGO დაახლოებით 8500,0€

უმეტეს პროგრამას აქვს ორი ინტეიკი წელიწადში- სექტემბერში და აპრილში ან ივნისში

EAE Business School აქვს ორი კამპუსი ბარსელონაში და მადრიდში. იგი არის 25 საუკეთესო ბიზნეს სკოლას შორის-América Economía 2018; Bloomberg Businessweek-ის მიხედვით EAE-ს MBA შედის-“Best International Schools 2018” და ტოპ 5 ბიზნეს სკოლა ესპანეთში- Bloomberg Businessweek 2020 .

სამაგისტრო პროგრამები უმეტესად ერთწლიანია- MBA; International MBA; Global Executive MBA; Master in International Business; Master in Marketing; Master in Human Recourse Management; Master in International Business; Master in Project Management, Master in Finances, Master in Supply Chain Management და სხვა

პროგრამებს აქვს აგრეთვე ორმაგი ხარისხი აკრედიტირებული ესპანური უნივერსიტეტების.

IED- Istituto Euroepeo di Design IED არის “სრულად იტალიური” უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1966 წელს და წლიურად იღებს 10 000-მდე სტუდენტს. არის წამყვანი დიზაინის სფეროში და მისის კურსდამთავრებულები მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე

უნივერსიტეტის 7 კამპუსი მდებარეობს იტალიაში (Milano, Roma, Torino, Venezia, Firenze, Cagliari, Como)

2 კამპუსი მდებარეობს ესპანეთში ( Madrid, Barcelona)

IED გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით.

უნივერსიტეტი ინგლისურ ენაზე გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო, სამაგისტრო და მოკლევადიან პროგრამებს:მოდა; დიზაინი; სახვითი ხელოვნება ;კომუნიკაცია;მოდის მენეჯმენტი

უნივერსიტეტს აქვს მაღალი მაჩვენებლები კურსდამთავრებულთა დასაქმების მხრივ, ის თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა:

Adidas, Apple, Bulgari, Dolce&Gabbana, Ducati, Ferrari, Prada, NokiaCappellini, Diesel, Dior, Coca-Cola, Conde Nast, Giorgio Armani, Lamborghini, Louis Vuitton, Valentino, Volkswagen, Whirpool, Samsonite, Samsung, Luxottica და ა.შ.

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება იწყება იანვარში.

საბაკალავრო რპოგრამებზე სწავლება იწყება წელიწადში ორჯერ.

UCAM Universidad Católica სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე, რეიტინგული “მურსიას კათოლიკური უნივერსიტეტი” განთავსებულია მე-17 საუკუნის კათოლიკურ ტაძარში და შემორტყმულია ფორთოხლის ხეებით. იგი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უნივერსიტეტად. ზამთარში საშუალო ტემპერატურაა 15 გრადუსი, ხოლო ზაფხულში 30. პლიაჟები 30 წუთის სავალზეა. ხოლო თვითონ ქალაქი ახლოსაა ალიკანტესთან/ვალენსია/გრანადა/სევილია…

According to Times Higher Education Europe Teaching Ranking 2019 UCAM as the tenth university in Europe in terms of teaching quality

იგი არის წამყვანი სასწავლებელი, სადაც ისწავლება 50 ოფიციალური ხარისხი, საიდანაც 14 ინგლისურენოვანია. საბაკალავრო პროგრამები-4 წლიანია, ხოლო სამაგისტრო 1 ან 2 წლიანი.

აქვს აგრეთვე, დისტანციური სწავლების სამაგისტრო პროგრამები ტურიმის მარკეტინგში, სასტუმრო მენეჯმენტში და საერთაშორისო ურთიერთობებში

საკმაოდ მისაღები ფასით არის გამორჩეული. განსაკუთრებით ონლაინ სასტუმრო მენეჯმენტის მაგისტრატურა 4000 ევროდან წელიწადში

Master's Degree in Innovation and #Tourism - 4000 Euro

Master's Degree in #Hospitality_Management - 4600 Euro

Master's Degree in #International_Relations - 5600 Euro

ESEI Business School – განთავსებულია ბარსელონაში. თვითონ სკოლას არ აქვს სახელმწიფო აკრედიტაცია, მაგრამ ინგლისურ ენაზე ისწავლება ბიზნესის ბაკალავრის ბოლო (მე-3, დამამთავრებელი) წელი . პროგრამაზე მოსახვედრად საჭიროა 120 კრედიტი. ხარისხი გაიცემა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის Worcester University-ს მიერ. ეს ბოლო წელი მთლიანად დისტანციურად ისწავლება. სტუდენტს შეუძლია სწავლების დროს იმყოფებოდეს როგოც ესპანეთში, ასევე სამშობლოში. (ბაკალავრი- ბიზნეს ადმინისტრაცია; გლობალური მენეჯმენტი; მარკეტინგი ან სასტუმრო მენეჯმენტი)- ფასი საშუალოდ 10700 ევრო.

სკოლას აგრეთვე აქვს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები ბიზნესის სხვადასხვა განხრით, ზოგიერთი სპეციალოbის ხარისხი გაიცემა UCAM-ის (სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტის)- ფასი საშუალოდ 9300 ევრო. თუ ერთ წელს კიდევ ისწავლით მოგენიჭებათ MBA-ს ხარისხი ( ფასი მეორე წლის საშუალოდ 3900 ევრო).

სპეციალობებია: Digital Marketing (UCAM);Business Management (UCAM); Digital enterprenership; Hospitality Management (UCAM); marketing communication (UCAM); international Relations and International Business (UCAM);

ჩარიცხვისთვის არ არის აუცილებელი ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL; IELTS), მაგრამ აუცილებელია დეკანატის წარმომადგენელთან გასაუბრება. პროგრამები იწყება ოქტომბერში და თებერვალში (გარდა Master in Digital Marketing; top-up BBA)