საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო “უნივერსალი” გთავაზობთ უნიკალურ შანსს, რათა თქვენმა შვილმა მიიღოს საშუალო სკოლის განათლება საზღვარგარეთ-დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შესაძლებელია როგორც, საშუალო სკოლის მთლიანი პროგრამის, აგრეთვე ბოლო ორი წლის გავლა და შესაბამისად საერთაშორისო ატესტატის (GSCE, IGSCE, IB, A-levels, Scottish Highers, German Abitur, USA High School Diploma და ა.შ.) მიღება. როგორც წესი ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო სკოლები უზრუნველყოფენ აგრეთვე საცხოვრებელს, კვებას, სპორტულ დატვირთვებს, ექსკურსიებს, აეროპორტის ტრანსფერებს და პირველად სამედიცინო დახმარებას. მათ მოვალეობაში შედის 24 საათიანი მეთვალყურეობა სტუდენტებზე და ორივე მშობლის სურვილის შემთხვევაში გადაეცემათ არასრულწლოვანზე მეურვეობა. სასწავლებლი დაეხმარება სტუდენტს ჩაირიცხოს მსოფლიოს წამყვან და რეიტინგულ უნივერსიტეტებში.