საზაფხულო სკოლები

საზაფხულის სკოლები

შეისწავლეთ უცხო ენა და დაისვენეთ საზღვარგარეთ

თუ გინდათ ზაფხულის ან წლის სხვა არდადეგების პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოთ, მეტი აზრი შემატოთ და, პარალელურად, საინტერესოდ გაატაროთ დრო და დაისვენოთ, გირჩევთ, შეისწავლოთ უცხო ენა საზღვარგარეთ. ენის კურსები ამ პერიოდში გთავაზობთ ექსკურსიებითა და სპეციალური გასართობი პროგრამებით გაჯერებულ საზაფხულო სკოლებს საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ყველა მათგანი გაძლევთ საცხოვრებლისა და კვების პირობების არჩევანს. სწავლა საზაფხულო სკოლაში არის უნიკალური შანსი – შეიძინოთ მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მას, ვისაც სურს სწავლა და დასვენება ზღვის ნაპირზე, ვურჩევთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნებს : მალტას, იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, საბერძნეთს, კვიპროსსა და მონაკოს. სტატისტიკის მიხედვით , საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ენის კურსებზე ჩამსვლელების უმრავლესობა გართობის კარგი შესაძლებლობის გამოც ირჩევს. ისწავლეთ, დაისვენეთ, გაერთეთ და ეზიარეთ ამ უძველესი ქვეყნების კულტურას.

მთის კურორტების მოყვარულებს ვთავაზობთ შვეიცარიის ალპების შესანიშნავ კურორტ მონტროს, რომელიც ჟენევის უმშვენიერესი ტბის ნაპირზეა განთავსებული.

ზაფხულის სკოლები არის როგორც ბავშვებისათვის, მოზარდებისათვის, ასევე ოჯახებისთვის და ჯგუფებისთვის.

პაკეტში შედის: ენის გაკვეთილები, საცხოვრებელი რეზიდენციაში ან ოჯახებში, სამჯერადი კვება, ექსკურსიები და გართობები, არასრულწლოვნების 24 საათიანი პატრონაჟი. სააგენტო დაგეხმარებათ სავიზო პროცედურების გავლაში, ავია-ბილეთებისა და მგზავრობის დაზღვევის შეძენაში.

საზაფხულო ბანაკად მოვიხსენებთ ზაფხულის სკოლას, რომელიც ითვალისწინებს ცხოვრებას სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში – რეზიდენციაში. ხოლო, საზაფხულო კურსად მოვიხსენებთ ზაფხულის სკოლას, რომელიც ითვალისწინებს ცხოვრებას ადგილობრივ ოჯახებში.